რაჭა-ლეჩხუმის ჭიშკარი: საქართველოში მეხუთე აეროპორტი გაიხსნა

© FB / Георгий Квирикашвилиგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის მაღალმთიან რეგიონში აეროპორტის გახსნა ტურისტთა ნაკადის ზრდასა და, შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობას შეუწყობს ხელს.

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იმ თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა, რომელიც პირველი დაეშვა ახალ აეროპორტში — ქალაქ ამბროლაურში, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

აეროპორტის მშენებლობა ამბროლაურში 2016 წლის აგვისტოში დაიწყო, ასაფრენ-დასაფრენი ზოლი კი 6 ოქტომბერს გაიხსნა.  აეროდრომის სიგრძე 1 100 მეტრს შეადგენს, სიგანე — 30 მეტრს. აეროპორტის ტერმინალის ფართობი 600 კვ/მ-ია, ის დაახლოებით 50 მგზავრის ერთდროულად გატარებაზეა გათვლილი. 

„ეს აეროპორტი არ არის მხოლოდ და მხოლოდ აეროპორტი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი გეგმებისა, რომელთა განხორციელებაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ვგეგმავთ. ეს არის მოდელი, როგორი იქნება ჩვენი საქართველო სულ რამდენიმე წლის შემდეგ", — განაცხადა კვირიკაშვილმა ახალი სამგზავრო ტერმინალის გახსნის ცერემონიაზე. 

ამბროლაური - Sputnik საქართველო
პრემიერი დღეს ამბროლაურის აეროპორტს გახსნის

ახალ აეროპორტს პრემიერ-მინისტრმა რაჭა-ლეჩხუმის ჭიშკარი უწოდა. აეროპორტის წყალობით აქ ტურისტთა რაოდენობა გაიზრდება და ეს რეგიონში თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე აისახება.

თბილისსა და ამბროლაურს შორის ფრენებს ქართული ავიაკომპანია „სერვისეირის" თვითმფრინავები განახორციელებენ, რომლებიც 17 მგზავრზეა გათვლილი.

წლის ნებისმიერ დროს რეგულარული რეისების წყალობით შესაძლებელი იქნება ერთ საათზე ნაკლებ დროში ამბროლაურში და პირიქით, დედაქალაქში ჩასვლა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მცხოვრებლებისა და ტურისტებისათვის.  

საქართველოში უკანასკნელ დრომდე ოთხი მოქმედი აეროპორტი იყო. რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გარეუბანში, ცენტრიდან 15 კილომეტრში მდებარეობს.  

ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, ქალაქიდან 2 კილომეტრში მდებარეობს. 

შიდა და საერთაშორისო რეისების გარდა, აეროპორტი თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონების ადგილობრივ ავიაფრენებს ემსახურება.

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ქალაქის ცენტრიდან დასავლეთით 14 კილომეტრშია. 

თამარ მეფის სახელობის მესტიის მცირე აეროპორტი, მხოლოდ ადგილობრივი ავიაფრენებისთვის გამოიყენება. 


ყველა ახალი ამბავი
0