ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში ახალი წელი აღნიშნეს

© photo: press service of the Defense Ministry of Georgiaქართველი სამხედროები
ქართველი სამხედროები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა შობა-ახალი წელი ქაბულში აღნიშნეს.

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შტაბ-ბინაში შობა-ახალი წელი აღნიშნეს, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს facebook–ის გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

ღონისძიება I ქვეითი ბრიგადის „ალფა” ასეულის ინიციატივით გაიმართა. 

ქართველ სამხედროებს შობა-ახალი წელი ასეულის მეთაურმა, კაპიტანმა ცოტნე ჩაჩუამ მიულოცა და საერთაშორისო მისიის წარმატებით დასრულება უსურვა.

ქართველი სამხედროები 'ხორუმს ცეკვავენ - Sputnik საქართველო
ქართველმა სახედროებმა ავღანეთში "ხორუმი" იცეკვეს

ღონისძიებას ესწრებოდნენ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინის მეთაური, პოლკოვნიკი სეტ გლედსტოუნი, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მრჩეველთა ოფისის ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი ვილიამ ბარლესონი, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის სარდლობის წარმომადგენლები, აშშ-ის არმიის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ჩეხეთის, თურქეთის, ბულგარეთის, ავსტრალიის, იტალიის, ლიტვის, მაკედონიის სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები.

მოწვეული სტუმრებისთვის გაიმართა კინოჩვენება საქართველოს ისტორიის, შეიარაღებული ძალების, ტრადიციებისა და კულტურის შესახებ. 

ასევე, სტუმრებმა ქართული ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეების მიერ მომზადებული კერძები მიირთვეს.

„მტკიცე მხარდაჭერა“ (Resolute Support) ნატოს არასაომარი მისიაა, რომელიც ავღანეთის სამთავრობო ძალების სწავლებასა და დახმარებას ითვალისწინებს. მისია აშშ–ისა და მისი მოკავშირეების საომარი სტადიის დასრულების შემდეგ, 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ამჟამად ნატოს მისიაში 870 ქართველი სამხედრო მონაწილეობს.

ქართული ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შტაბ-ბინის შიდა და გარე პერიმეტრის დაცვა, ბაზაზე მყოფი მაღალი რანგის პირების და პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს.


ყველა ახალი ამბავი
0