ქართველმა სახედროებმა ავღანეთში "ხორუმი" იცეკვეს

© Минобороны Грузииქართველი სამხედროები 'ხორუმს" ცეკვავენ
ქართველი სამხედროები 'ხორუმს ცეკვავენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში საქართველოს შეიარაღებული ძალების მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის 51-ე ბატალიონის გაძლიერებული ასეული „მტკიცე მხარდაჭერის" სამშვიდობო მისიას ასრულებს.

თბილისი, 1 იანვარი  — Sputnik. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის" (Resolute Support)  სამშვიდობო მისიაში მონაწილეობენ, ახალ წელს აშშ-ს Task Force Tiger-ის ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად შეხვდნენ, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე.

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია - Sputnik საქართველო
თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი ახალ წელს ვაშლიჯვრის ბაზაზე შეხვდნენ

ქართველმა სამხედროებმა "ხორუმი" იცეკვეს და ამერიკელ სამხედროებთან ერთად სადღესასწაულო ტორტი გაჭრეს.
„მტკიცე მხარდაჭერა“ (Resolute Support) ნატოს არასაომარი მისიაა, რომელიც ავღანეთის სამთავრობო ძალების სწავლებასა და დახმარებას ითვალისწინებს. მისია აშშ–ისა და მისი მოკავშირეების საომარი სტადიის დასრულების შემდეგ, 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ამჟამად ნატოს მისიაში 870 ქართველი სამხედრო მონაწილეობს.

ყველა ახალი ამბავი
0