უბედური შემთხვევა თბილისში: მამაკაცი მხუთავი აირით გაიგუდა

გამოწერა
თბილისის ერთ-ერთ ბინაში მხუთავი აირის გაჟონვის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ორი მოიწამლა.

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. 33 წლის მამაკაცი ბერი გაბრიელის ქუჩაზე საკუთარ ბინაში მხუთავი აირით გაიგუდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „Новости-Грузия“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ბინაში კიდევ ორი ადამიანი იმყოფებოდა. ისინი მოიწამლნენ და საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ იქიდან მალე გამოწერეს.

სასწრაფო დახმარების მანქანა ბაქოში - Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანში მხუთავი აირით გაიგუდა

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა“, რაც ისჯება ჯარიმით, ან გამოსასწორებელი სამუშაოებით 2 წლამდე ვადით, ან 2 წლამდე პატიმრობით.

ყველა ახალი ამბავი
0