საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანში მხუთავი აირით გაიგუდა

© photo: Sputnik / Murad Orujovსასწრაფო დახმარების მანქანა ბაქოში
სასწრაფო დახმარების მანქანა ბაქოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საახალწლო დღეები ბაქოში ექიმებს "სასწრაფო დახმარების" გამოძახებების სწრაფი ზრდით დაამახსოვრდება.

თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. საახალწლო დღესასწაულების დროს აზერბაიჯანში საქართველოს მოქალაქე ლეილა ჩოპუროვა მხუთავი აირით გაიგუდა, იუწყება "Sputnik-აზერბაიჯანი" აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდის კრიმინალურ სიახლეებზე დაყრდნობით.

112 - Sputnik საქართველო
სახიფათო პიროტექნიკა: თბილისში ახალ წელს 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

განცხადების თანახმად, მხუთავი აირით მოწამვლისგან დღესასწაულების დროს 11 ადამიანი დაიღუპა. ექვსი მათგანი უცხოელია. ახალი წლის პირველივე დღეს სამართალდამცავებმა ნაქირავებ ბინაში კამერუნის ხუთი მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს. ისინი ბაქოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და ფეხბურთელები იყვნენ.

მხუთავი აირი ასევე აზერბაიჯანის ხუთი მოქალაქის სიკვდილის მიზეზი გახდა.

დღესასწაულებზე საავადმყოფოებში მხუთავი აირის მოწამვლით 18 პაციენტი შევიდა, მათგან შვიდი საავადმყოფოში დააწვინეს.  მათ შორის ორი ბავშვი იყო. როგორც გამოირკვა, ისინი მხუთავი აირით საშხაპეში მოიწამლნენ, რომელიც ცუდად ნიავდებოდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0