საქართველოში პროგრამა „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა“ დაიწყო

© Fotolia / Kzenonგაკვეთილი
გაკვეთილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზებით სკოლის 9-წლიანი კურსის დასრულება ვერ მოახერხეს, ამის გაკეთებას სამთავრობო ახალი პროგრამის ფარგლებში შეძლებენ.

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ახალი პროგრამა „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა“ დაიწყო, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ასაკის მიუხედავად შეუძლია საშუალო განათლება მიიღოს.

პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ როგორც „ქუჩის ბავშვებს“, ისე უფროსებს, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზით ვერ მოახერხეს სკოლის დამთავრება.

„ეს პროგრამა „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობაა“, მაგრამ უკეთსი იქნება მას დავარქვათ ახალი შანსი. უფრო ზუსტად, საუბარი მიდის იმ ადამიანებზე, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზებით ვერ შეძლეს სასკოლო განათლების მიღება, ან თავი დაანებეს სწავლას და ფიზიკურად ვერ მოახერხეს სკოლაში სიარული“, — განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ. 

თბილისის პირველი გიმნაზია - Sputnik საქართველო
საქართველოში 2017 წელი განათლების წლად გამოცხადდა

ჯერ კიდევ პროგრამის შემუშავების პერიოდში სკოლებში სიარული უკვე 80-მა ბავშვმა დაიწყო. მინისტრის სიტყვებით, დროთა განმავლობაში მათი რიცხვი უფრო გაიზრდება. შექმნილია სპეციალური პროგრამები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც განათლების გარეშე დარჩნენ. როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის შეიქმნება შესაბამისი გარემო და სწავლის პირობები, აღნიშნა მან.

„ეს კიდევ ერთი ნაბიჯია ევროპისკენ, თავისუფლებისკენ, პიროვნების თავისუფლებისკენ“, — განაცხადა ჯეჯელავამ.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ადრე სკოლებში არ ფიქსირდებოდა ფაქტები, როდესაც ბავშვები სწავლას თავს ანებებდნენ. ამის შესახებ ინფორმირებული არ იყო განათლების სამინისტრო. შესაბამისად, არ არსებობს ბაზები, რომელშიც რეგისტრირებული უნდა იყვნენ ასეთი ბავშვები. ახლა სკოლები აუცილებლად დააფიქსირებენ მსგავს შემთხვევებს და საქმის კურსში ჩააყენებენ სამინისტროს.

პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის განათლების სამინისტროს დაგეგმილი აქვს იმ ბავშვების იდენტიფიცირება, რომლებიც სკოლებში არ დადიან. კერძოდ, მოხდება განათლების სამინისტროსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზების მონაცემების შედარება. 

პროექტის მთავარი მიზანია იმ ადამიანების სასწავლო პროცესში ინტეგრაცია, რომლებიც ფორმალური განათლების გარეშე დარჩნენ.

ყველა ახალი ამბავი
0