ეროვნულ ბანკთან აქციის მონაწილეებმა სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანეს

© Sputnik / Alexander Imedashviliეროვნული ბანკის ოფისი იუსტიციის სახლში
ეროვნული ბანკის ოფისი იუსტიციის სახლში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციის მონაწილეები შენობასთან სამგლოვიარო გვირგვინით მივიდნენ და მდუმარე აქცია გამართეს სამგლოვიარო მუსიკის თანხლებით.

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. "ეროვნული ბანკი მიცვალებულია" — ამ სახელწოდებით მდუმარე აქცია გამართეს ეროვნულ ბანკთან საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებულმა მეანაბრეებმა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

აქციის მონაწილეები შენობასთან სამგლოვიარო გვირგვინით მივიდნენ და სამგლოვიარო მუსიკის თანხლებით მდუმარე აქცია გამართეს.

ეროვნულ ბანკს აქციის მონაწილეები უმოქმედობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, ეროვნულმა ბანკმა დროულად არ აღკვეთა საფინანსო კომპანია ”საქართველოს” თაღლითური საქმიანობა, რის შედეგადაც ორი ათასზე მეტი ადამიანი დაზარალდა.

„თუ ეროვნულ ბანკს არ შეუძლია საკუთარი მოქალაქეები დაიცვას ფინანსური ზარალისგან, ჩვენ ვთვლით, რომ ეროვნული ბანკი არის გარდაცვლილი“, — განაცხადა აქციის მონაწილემ ანა ძნელაძემ.

ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი: ლარის კურსი მოსალოდნელზე უფრო გაუფასურდა

აქციის მონაწილეებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ უპასუხა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და შედეგებს უნდა დაველოდოთ.

აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი მსგავსი ტიპის აქციებს იქამდე გამართავენ, სანამ არ მოგვარდება პრობლემა და დაზარალებულებს არ აუნაზღაურდებათ მათი კუთვნილი თანხა.

შპს „საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დირექტორი თამაზ ლობჟანიძე და ამავე კომპანიის მმართველი მერაბ ფერაძე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მოქალაქეთა კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად გაფლანგვის ბრალდებით 2016 წლის დეკემბერში დააკავა. მათ ბრალად 76 მილიონი ლარის გაფლანგვა ედებათ.

ყველა ახალი ამბავი
0