თბილისის უნივერსიტეტი „დესპანებს“ არჩევს

© Sputnik / Alexander Imedashviliთსუ-ის პირველი კორპუსი
თსუ-ის პირველი კორპუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პროექტისთვის „თსუ-დესპანი“ მონაწილეების შერჩევა დაიწყო. პროექტის ფარგლებში სტუდენტებმა თავისი უმაღლესი სასწავლებლის შესახებ იმ სკოლებში უნდა ისაუბრონ, რომლებიც დაამთავრეს.

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაიწყო მიღება პროექტის „თსუ-დესპანი“ მონაწილეებისთვის, რომლის ფარგლებში სტუდენტებმა თავიანთი უმაღლესი სასწავლებლების შესახებ იმ სკოლებში უნდა ისაუბრონ, რომელიც თვითონ დაამთავრეს.

პროექტი უკვე მეხუთე წელია ხორციელდება. მისი მიზანია აჩვენოს, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს თსუ დესპანს მოსწავლეებისთვის პროფესიის რაციონალურად არჩევისა და უმაღლესი განათლების მნიშვნელობის გააზრებაში, აღნიშნავენ უნივერსიტეტში.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო
თსუ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან ითანამშრომლებს

2017 წელს პროექტი ოდნავ განსხვავებული ფორმატით განხორციელდება. თუ ადრე პროექტის მონაწილე სტუდენტები შეხვედრებს სკოლაში მხოლოდ თებერვალში მართავდნენ, წელს თსუ-ის პროფესორებთან ერთად მათ სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვა მთელი წლის განმავლობაში შეუძლიათ.

მაგალითად, მათ შეუძლიათ ჩაატარონ ღია კარის დღე, საინფორმაციო შეხვედრა, ორგანიზება გაუწიონ უნივერსიტეტისა და სკოლის ერთობლივი კონფერენციების, ვიქტორინების, ესეების კონკურსებისა და ა.შ. განხორციელებას.

პროექტში მონაწილეობის მიღების მსურველებმა ელექტრონული რეგისტრაცია 10 თებერვლამდე უნდა გაიარონ.

ყველა ახალი ამბავი
0