საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლიტვაში კონფერეციაზე გაემგზავრა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე
საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღონისძიებაში მონაწილეობას 20-ზე მეტი ქვეყნის დიპლომატი, დეპუტატი და ექსპერტი იღებს.

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ორდღიანი ვიზიტით ლიტვაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ყოველწლიურ ზამთრის კონფერენციაში Snow Meeting 2017.

ორდღიან ღონისძიებაში, რომელიც რაიონულ ცენტრ ტრაკაიში გაიმართება, მონაწილეობას მიიღებს 20-ზე მეტი ქვეყნის 90-მდე მაღალი რანგის დიპლომატი, პარლამენტარი, ექსპერტი, ასევე ევროკავშირისა და ნატოს წარმომადგენლები, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.

ღონისძიების ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე სიტყვით გამოვა ტრანსატლანტიკური ურთიერთობების თემაზე დაგეგმილ სესიაზე. აღნიშნული სესიის მიმდინარეობისას მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე თურქეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან, აჰმეთ აიდინთან შეხვედრაზე - Sputnik საქართველო
მიხეილ ჯანელიძემ თურქ დიპლომატებთან შეხვედრა გამართა

ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ლიტვის სეიმის სპიკერთან ვიქტორას პრანცკიეტთან მოლაპარაკებებს გამართავს.

2008 წლიდან იანვრის მეორე კვირაში ყოველწლიურად ტარდება არაოფიციალური შეხვედრა Snow Meeting, ღონისძიებაზე ევროკავშირთან და ნატოსთან ქვეყნების თანამშრომლობის თემაზე დისკუსიები იმართება.

ყველა ახალი ამბავი
0