მიხეილ ჯანელიძემ თურქ დიპლომატებთან შეხვედრა გამართა

© © საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე თურქეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან, აჰმეთ აიდინთან შეხვედრაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე თურქეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან, აჰმეთ აიდინთან შეხვედრაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეხვედრის დროს ქართულმა და თურქულმა მხარეებმა საქართველო-თურქეთის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ორშაბათს ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვია, სადაც ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა თურქეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერ აჰმეთ აიდინთან და თურქეთის პარლამენტის (დიდი ეროვნული მეჯლისი) წარმომადგენლებთან. იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.

შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს საქართველო-თურქეთის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობას.

მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთს ეწვევა

თურქეთში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ასევე შეხვედრებს გამართავს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიიფ ერდოღანთან, თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ბინალი ილდირიმთან და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან.

უკვე ჩატარებული შეხვედრების დროს მხარეებმა აქცენტი გააკეთეს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის პირველი ეტაპის დასრულებაზე, ასევე ისაუბრეს სამხრეთის დერეფნის ენერგეტიკული პროექტების რეალიზაციის მნიშვნელობაზე.

თურქულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ანკარის ურყევი პოზიცია და მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით.

საქართველომ და თურქეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს 21 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უშიშროების, განათლების სფეროებში და ერთმანეთს სტრატეგიულად მნიშვნელოვან პარტნიორებად თვლიან.

საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორებს შორის თურქეთი მეორე ადგილს იკავებს. 2016 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში საქართველო-თურქეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 1,4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 12,9%-ს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0