თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. თბილისის ცენტრში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელზე თავდასხმის გამო სამი ადამიანი დააკავეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტო-გრუზია“ სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
პოლიციელი გუშინ, გვიან ღამით დაჭრეს, როდესაც ის ცინცაძის ქუჩაზე (ყოფილი საბურთალოს ქუჩა) ფეხით მიდიოდა. მან სამი მოქალაქე დაინახა, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ. პოლიციელმა მათ წესრიგისკენ მოუწოდა, რამაც მათი მხრიდან აგრესია გამოიწვია. შედეგად პოლიციელი დანით დაჭრეს.
„ჩვენმა თანამშრომლებმა ცხელ კვალზე, შემთხვევიდან რამდენიმე საათში სამი ადამიანი დააკავეს“, — განაცხადა საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.
დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოშია. მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დამნაშავეებს 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ. საქმეს თბილისის პროკურატურა იძიებს.