იაპონელი რესტორატორები მოწევის აკრძალვას ეწინააღმდეგებიან

© photo: Sputnik / Pavel Lisitsyn / გადასვლა მედიაბანკშისიგარეტის მოწევის ამკრძალავი ნიშანი
სიგარეტის მოწევის ამკრძალავი ნიშანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თათბირი გამართეს და სპეციალური დადგენილება მიიღეს.

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. იაპონელი რესტორატორები მთავრობის იმ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან, რომლითაც რესტორნებში 2020 წლის ოლიმპიადისთვის სიგარეტის მოწევის სრულად აკრძალვა იგეგმება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო „კიოდოზე“ დაყრდნობით.

საზოგადოებრივ ადგილებში მოწევა იკრძალება - Sputnik საქართველო
საქართველოს ბარებსა და რესტორნებში, შესაძლოა, მოწევა აკრძალონ

საქმე ისაა, რომ იაპონია ერთ-ერთია იმ განვითარებულ ქვეყნებს შორის, სადაც რესტორნებში მოწევა არ იკრძალება.

აღსანიშნავია, რომ ასეთი ქვეყნების სია საკმაოდ მცირეა.

სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თათბირი გამართეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ მოწევის აკრძალვა მომცრო რესტორნებს გააკოტრებს.

თათბირის მონაწილეებმა სპეციალური დადგენილებაც კი მიიღეს, რომელშიც ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სარესტორნო სფეროში სიგარეტის მოწევა უნდა აიკრძალოს არა სრულად, არამედ ნებაყოფლობით.

ყველა ახალი ამბავი
0