თბილისის ბევრი ბარისა და პაბის მენეჯერი აღნიშნავს, რომ პარასკევს საღამოს ისედაც არ განიცდიან მომხმარებელთა ნაკლებობას, მაგრამ მიმდინარე კვირას ისინი შეეცადნენ უფრო სადღესასწაულო პროგრამა მოემზადებინათ — მრავალფეროვანი მენიუთი და საახალწლო მუსიკალური ჰიტებით.
როგორც წესი ასეთი ბარებისა და კლუბების სტუმრობა, მაგალითად ახვლედიანის ქუჩაზე თბილისის ცენტრში, მინიმუმ 12-18 დოლარი დაჯდება კაცზე.
შარდენის ქუჩაზე, სადაც ბარებისა და რესტორნების საკმაოდ დიდი არჩევანია, საღამოს გატარება ერთ კაცზე სულ მცირე 30 დოლარი დაჯდება.
თუმცა ზოგიერთ პაბს არანაირი ლიმიტი არ აქვს დაწესებული. მომხმარებელს შეუძლია ერთ კათხა ლუდზეც გაატაროს მხიარულად მთელი საღამო.
უფრო შემოქმედებითად მიუდგნენ საკითხს თბილისის შემოგარენში მდებარე რესტორნების მეპატრონეები. შესაბამისი მუსიკალური პროგრამისა და საახალწლო ატმოსფეროს გარდა, სტუმრებს გასართობ ინტერაქტიურ კონკურსებსაც შესთავაზებენ. ფასი — 25 დოლარიდან იწყება და დამოკიდებულია მენიუსა და მსურველთა რაოდენობაზე.
ძველით ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია დაახლოებით ას წელს ითვლის. ეს არაოფიციალური დღესასწაული კალენდარში ცვლილების განხორციელების შემდეგ წარმოიშვა მეოცე საუკუნის დასაწყისში და სხვაობამ ძველსა და ახალ კალენდარს შორის 13 დღე შეადგინა. სწორედ ამიტომ ძველით ახალ წელს 13-დან 14 იანვრის ღამეს აღნიშნავენ.
ეს დღესასწაული განსაკუთრებით პოპულარული იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში.