რა სამოსით შევხვდეთ ახალ 2017 წელს: დიზაინერის რჩევები

© photo: Sputnik / Владимир Вяткин / გადასვლა მედიაბანკშიგალინა ვიშნევსკაიას 90 წლისთავისადმი მიძღვნილი გალა–კონცერტი
გალინა ვიშნევსკაიას 90 წლისთავისადმი მიძღვნილი გალა–კონცერტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოდა – ეს სიტყვა ცოტა ვინმეს თუ ტოვებს გულგრილს. მალე ახალი წელია და თითქმის ყველა ქალს ძალზე მნიშვნელოვანი საკითხი აწუხებს – რა ჩაიცვას საახალწლო ღამეს.

ცნობილი ქართველი დიზაინერი თინათინ მაღალაშვილი ესაუბრა "Sputnik-საქართველოს" იმის შესახებ, თუ რა სამოსით შევხვდეთ ახალ 2017 წელს, რათა მოდურ ტენდენციებს არ ჩამოვრჩეთ. პირველ რიგში, ეს კაშკაშა ფერები და მდიდრული სამოსია.

საახალწლო საჩუქრები - Sputnik საქართველო
საახალწლო საჩუქრები: რჩევები

კაბის ფერი იმის მიხედვით შეგიძლიათ შეარჩიოთ, ახალი წლისგან რას ელოდებით. მაგალითად, წითელი ფერი სიყვარულის, ვნების, ძალაუფლებისა და ნაყოფიერების სიმბოლოა. სავარაუდოდ, 2017 წელს სწორედ ამ ფერს ყველაზე მეტი თაყვანისმცემელი ეყოლება, აღნიშნა დიზაინერმა.

„დიახ, წითელი პრიორიტეტია, მაგრამ, წარმოიდგინეთ, რესტორანში ან სტუმრად მეგობართან მიდიხართ, იქ კი ყველა ქალი წითელშია. სხვადასხვა ფასონის კაბებიც კი ერთნაირი გამოჩნდება. ამიტომ, ქალბატონებო, ასეთ მდგომარეობაში რომ არ აღმოჩნდეთ, ჩაიცვით ნარინჯისფერი, თეთრი ან მწვანე კაბა“, — გვირჩევს მაღალაშვილი.

© Flickr / FL/ Jeremyმოდელი წითელი კაბით და ბუმბულებით
მოდელი წითელი კაბით და ბუმბულებით - Sputnik საქართველო
მოდელი წითელი კაბით და ბუმბულებით

ახალი წლის საღამოსთვის არანაკლებ პოპულარული იქნება ლურჯი, მწვანე, ფირუზისფერი.

სამოსის ფერის არჩევისას გახსოვდეთ, რომ ყვითელი და ოქროსფერი სიმდიდრის, სიუხვისა და ჯანმრთელობის ფერებია; იისფერი — სიმდიდრის; შავი და ლურჯი — წარმატების; ნარინჯისფერი და აგურისფერი — წარმატებული სწავლის; თეთრი და ვერცხლისფერი — ცხოვრებისეული სიახლეების ფერებია.

ლალიკო მაღრაძე - საახალწლო ნაძვის ხე - Sputnik საქართველო
როგორ შევქმნათ საახალწლო ნაძვის ხე მაკულატურისგან

ახალ 2017 წელს უპირატესობა ენიჭება ჰაეროვან, აბრეშუმის, რომანტიკულ კაბებს. მეტი ქალურობა, დახვეწილობა და ბრწყინვალება, მამალს ხომ ყველაფრის საქვეყნოდ წარმოჩენა უყვარს. ცეცხლოვანი მამლის წელი 28 იანვარს დადგება, მაგრამ ჯობს წინასწარ მოვემზადოთ.

არ წააგებთ, თუ აირჩევთ გრძელ კაბას ნატურალური ქსოვილისგან — აბრეშუმის, ხავერდის, ტილოსა თუ ატლასისგან.

კიდევ ერთი აქტუალური თემა — ბაფთაა. ის არა მარტო კაბას, შარვალსა თუ ფეხსაცმელს დაამშვენებს, არამედ შეგიძლიათ ქამრის ან თმის აქსესუარის სახით გამოიყენოთ.

ბუმბულები — მამლის წელს აუცილებელი ატრიბუტია. შეგიძლიათ ბუმბულით კაბა ან ქუდი გაალამაზოთ, ან უბრალოდ თმებში ჩაიწნათ.

მამალს ყველაფერი ნატურალური და ძვირფასი უყვარს, ასე რომ, ახალ წელს თუ ბრილიანტებითა და ძვირფასი თვლებით ასხმული შეხვდებით, ქედმაღალი და თავმომწონე მამალი ძალიან გახარებული იქნება.

© photo: Sputnikბრილიანტის გულსაბნევი ზურმუხტით
ბრილიანტის გულსაბნევი ზურმუხტით - Sputnik საქართველო
ბრილიანტის გულსაბნევი ზურმუხტით

„რა თქმა უნდა, გარკვეული წესები და რჩევები უნდა დაიცვათ, მაგრამ თქვენ მიერ არჩეული სამოსი ორ მთავარ კრიტერიუმს უნდა პასუხობდეს: მასში თავს კომფორტულად უნდა გრძნობდეთ, ის არ უნდა იყოს ძალიან ვულგარული და ღია, რათა ტრადიციების დამცველი მამლის იმედები არ გავაცრუოთ“, — გვირჩევს მაღალაშვილი.

ყველა ახალი ამბავი
0