საქართველოში ქალმა პატიმრისთვის ჰეროინის შეგზავნა სცადა

© photo: Sputnik / Oleg Zoloto / გადასვლა მედიაბანკშიჰეროინი
ჰეროინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალმა ნარკოტიკი ამანათში შეფუთა და შეეცადა ის პატიმრისთვის გადაეცა.

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა დააკავა ქალბატონი, რომელმაც ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ნაცნობისთვის ჰეროინის გადაცემა სცადა, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ბრალდებულმა ნარკოტიკის გადაცემა ამანათის საშუალებით სცადა. მან ჰეროინი ორ ცალ პოლიეთილენის პაკეტში შეფუთა, ვერცხლისფერ ქაღალდში შეახვია და პატიმრისთვის განკუთვნილ ტანსაცმელში ჩადო.

ჰეროინი - Sputnik საქართველო
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შემდეგ ის პენიტენციური დაწესებულების საამანათო განყოფილებაში მივიდა და ამანათის პატიმრისთვის გადაცემა ითხოვა. სწორედ მაშინ აღმოაჩინეს ციხის თანამშრომლებმა ნარკოტიკი, რომელიც, როგორც შემდგომ გაირკვა, 0,04 გრამზე მეტს იწონიდა. ბრალდებული ადგილზე დააკავეს.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) და 19-378-ე პირველი პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, დროებითი ყოფნის იზოლატორსა და ჰაუპტვახტში მოთავსებული პირისათვის აკრძალული საგნის გადაცემა, ჩადენილი ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის გადაცემით).

ყველა ახალი ამბავი
0