შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

© Fotolia / Africa Studioჰეროინი
ჰეროინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულებს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში 1982 წელს დაბადებული ა.მ. და 1985 წელს დაბადებული ი.ი. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს, – ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მარიხუანა - Sputnik საქართველო
საქართველო და ნარკოტიკები: ბრძოლა თუ ლეგალიზაცია

შსს-ს თანამშრომლებმა დაკავებულების საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 8 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ამოღებულია ნარკოტიკების გაყიდვის შედეგად აღებული თანხის ნაწილიც.  გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები  ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე  მუხლით მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობით ისჯება.

ყველა ახალი ამბავი
0