თბილისიდან 70 კილომეტრის დაშორებით, საქართველოს სამხედრო გზაზე, სადაც არაგვი მდინარე ვეძათხევში ჩაედინება, აგებულია ანანურის ციხე-სიმაგრე. იხილეთ Sputnik საქართველოს ფოტოლენტაში, თუ როგორ გამოიყურება ოთხას წელზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე ციხე-სიმაგრე.
ანანურის ციხე-სიმაგრე ოდითგანვე მთავარი საყრდენი იყო არაგვის ერისთავებისათვის. დღეს ეს ციტადელი ერთ-ერთი უიშვიათესი ისტორიული ძეგლია საქართველოს ტერიტორიაზე, რომელმაც ჩვენამდე კარგ მდგომარეობაში მოაღწია. თუმცა ადრე ციხე-სიმაგრის ტერიტორია გაცილებით მეტს მოიცავდა — მისი ქვედა ნაწილისგან ძველი ეკლესიის ნანგრევების გარდა არაფერი დარჩა.
ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე ქვიანი კედლის მიღმა განლაგებულია სამოქალაქო, სამხედრო და საკულტო შენობები: დიდი და პატარა ტაძრები, საცხოვრებელი, სამთო კოშკი, პატარა სამრეკლო, წყალსაცავი, აბანო.
ვინ და როდის ააშენა ანანურის ციხე-სიმაგრე, ისტორიაში არავითარი ინფორმაცია არ მოიპოვება. ისტორიკოსთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ერთ-ერთი კოშკი XIII საუკუნეში აიგო. "ღვთაების" ეკლესიაში, ციტადელში საფლავის ქვა არის, რომელზეც წერია, რომ ანა-ხანუმ აბაშიძემ 1674 წელს გასცა ძეგლის აგების განკარგულება და რომ ამ საფლავში განისვენებენ მისი ქმარი ედიშერი, ოთარ ერისთავი და შვილი გიორგი ერისთავი. ხოლო შესასვლელში ტაბლოზე წერია, რომ "ღვთაების" ეკლესია XVI საუკუნის დასასრულსა და XVII საუკუნის დასაწყისში აიგო.
საქართველოს სამხედრო გზაზე მგზავრობისას ანანურის ციხე-სიმაგრის გამოტოვება შეუძლებელია — გზას პირდაპირ ციტადელის მისადგომებთან მივყავართ აქვე განლაგებულია უამრავი დახლი, სადაც სხვადასხვა ქართული სუვენირები და ქართულ სტილში დამზადებული საჩუქრები იყიდება.