ანანურის ციხე-სიმაგრე. საქართველოს ღირშესანიშნაობები

გამოწერა

თბილისიდან 70 კილომეტრის დაშორებით, საქართველოს სამხედრო გზაზე, სადაც არაგვი მდინარე ვეძათხევში ჩაედინება, აგებულია ანანურის ციხე-სიმაგრე. იხილეთ Sputnik საქართველოს ფოტოლენტაში, თუ როგორ გამოიყურება ოთხას წელზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე ციხე-სიმაგრე.

ანანურის ციხე-სიმაგრე ოდითგანვე მთავარი საყრდენი იყო არაგვის ერისთავებისათვის. დღეს ეს ციტადელი ერთ-ერთი უიშვიათესი ისტორიული ძეგლია საქართველოს ტერიტორიაზე, რომელმაც ჩვენამდე კარგ მდგომარეობაში მოაღწია. თუმცა ადრე ციხე-სიმაგრის ტერიტორია გაცილებით მეტს მოიცავდა — მისი ქვედა ნაწილისგან ძველი ეკლესიის ნანგრევების გარდა არაფერი დარჩა.

ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე ქვიანი კედლის მიღმა განლაგებულია სამოქალაქო, სამხედრო და საკულტო შენობები: დიდი და პატარა ტაძრები, საცხოვრებელი, სამთო კოშკი, პატარა სამრეკლო, წყალსაცავი, აბანო.

ვინ და როდის ააშენა ანანურის ციხე-სიმაგრე, ისტორიაში არავითარი ინფორმაცია არ მოიპოვება. ისტორიკოსთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ერთ-ერთი კოშკი XIII საუკუნეში აიგო. "ღვთაების" ეკლესიაში, ციტადელში საფლავის ქვა არის, რომელზეც წერია, რომ ანა-ხანუმ აბაშიძემ 1674 წელს გასცა ძეგლის აგების განკარგულება და რომ ამ საფლავში განისვენებენ მისი ქმარი ედიშერი, ოთარ ერისთავი და შვილი გიორგი ერისთავი. ხოლო შესასვლელში ტაბლოზე წერია, რომ "ღვთაების" ეკლესია XVI საუკუნის დასასრულსა და XVII საუკუნის დასაწყისში აიგო.

საქართველოს სამხედრო გზაზე მგზავრობისას ანანურის ციხე-სიმაგრის გამოტოვება შეუძლებელია — გზას პირდაპირ ციტადელის მისადგომებთან მივყავართ აქვე განლაგებულია უამრავი დახლი, სადაც სხვადასხვა ქართული სუვენირები და ქართულ სტილში დამზადებული საჩუქრები იყიდება.

© photo: Sputnikასე გამოიყურება ანანურის ციხე-სიმაგრე საქართველოს სამხედრო გზიდან. ჩვენს დრომდე კარგ მდგომარეობაში მხოლოდ მთავარმა ციტადელმა და მის ტერიტორიაზე აგებულმა შენობებმა მოაღწია. ციხე-სიმაგრის ქვედა ნაწილი - კედლები და შენობები დღეისათვის დანგრეულია.
ხედი ანანურის ციხე-სიმაგრეზე საქართველოს სამხედრო გზიდან - Sputnik საქართველო
1/14
ასე გამოიყურება ანანურის ციხე-სიმაგრე საქართველოს სამხედრო გზიდან. ჩვენს დრომდე კარგ მდგომარეობაში მხოლოდ მთავარმა ციტადელმა და მის ტერიტორიაზე აგებულმა შენობებმა მოაღწია. ციხე-სიმაგრის ქვედა ნაწილი - კედლები და შენობები დღეისათვის დანგრეულია.
© Sputnik / Alexander Imedashviliმიუხედავად იმისა, რომ შიგნიდან ციტადელის ყველა კოშკი კარგ მდგომარეობაშია, მხოლოდ ერთ მათგანს აქვს გალავანი და კიბეები და მხოლოდ მასზეა შესაძლებელი ასვლა. ეს შუა კოშკია, სახელწოდებით "შეუპოვარი"
ხედი ანანურის ციხე-სიმაგრეზე საქართველოს სამხედრო გზიდან - Sputnik საქართველო
2/14
მიუხედავად იმისა, რომ შიგნიდან ციტადელის ყველა კოშკი კარგ მდგომარეობაშია, მხოლოდ ერთ მათგანს აქვს გალავანი და კიბეები და მხოლოდ მასზეა შესაძლებელი ასვლა. ეს შუა კოშკია, სახელწოდებით "შეუპოვარი"
ციცაბო კიბეებზე შეუპოვრის სახურავზე ასვლაა შესაძლებელი. მას ტრაგიკული ისტორია აქვს. ქსნისა და არაგვის თავადების წინააღმდეგობისას აქ ცოცხლად დაწვეს არაგვის საერისთავოს მმართველის ვაჟი. ამის შემდეგ, ციხე-სიმაგრის რესტავრაციამდე, რომელიც 1939 წელს ჩატარდა, კოშკი 200 წლის განმავლობაში ჩახერგილი იყო.
ანანურის ციხე-სიმაგრის ერთ-ერთ კოშკში - შუა კოშკ შეუპოვარში - Sputnik საქართველო
3/14
ციცაბო კიბეებზე შეუპოვრის სახურავზე ასვლაა შესაძლებელი. მას ტრაგიკული ისტორია აქვს. ქსნისა და არაგვის თავადების წინააღმდეგობისას აქ ცოცხლად დაწვეს არაგვის საერისთავოს მმართველის ვაჟი. ამის შემდეგ, ციხე-სიმაგრის რესტავრაციამდე, რომელიც 1939 წელს ჩატარდა, კოშკი 200 წლის განმავლობაში ჩახერგილი იყო.
© Sputnik / Alexander Imedashvili"შეუპოვარიდან" ულამაზესი ხედი იშლება ანანურის ციხე-სიმაგრის ნაგებობებზე და მის გარშემო ადგილზე. თუმცა ციცაბო კიბეებზე და ხის ზღუდეებზე ფრთხილი ასვლაა აუცილებელი, მათი ნაწილი ჩამონგრეულია.
ხედი ანანურის ციხე-სიმაგრის ერთ-ერთი კოშკიდან ისტორიულ ძეგლსა და ჟინვალის წყალსაცავზე - Sputnik საქართველო
4/14
"შეუპოვარიდან" ულამაზესი ხედი იშლება ანანურის ციხე-სიმაგრის ნაგებობებზე და მის გარშემო ადგილზე. თუმცა ციცაბო კიბეებზე და ხის ზღუდეებზე ფრთხილი ასვლაა აუცილებელი, მათი ნაწილი ჩამონგრეულია.
© photo: Sputnikღვთისმშობლის მიძინების ტაძარი ანანურის ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე. ეკლესიის კედელზე წარწერის მიხედვით, ის 1689 წელს მდივანბეგ ბარძიმმა ააგო.
ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი ანანურის ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე - Sputnik საქართველო
5/14
ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი ანანურის ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე. ეკლესიის კედელზე წარწერის მიხედვით, ის 1689 წელს მდივანბეგ ბარძიმმა ააგო.
© Sputnik / Alexander Imedashviliჯვრის, ანგელოზების, ვაზის და ცხოველების გამოსახულება ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის კედელზე. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეკლესიის ფასადის გაფორმებაში რამდენიმე ოსტატი მონაწილეობდა, თუ რელიეფისა და ორნამენტების კვეთის მანერით ვიმსჯელებთ.
ჯვრის, ანგელოზების, ვაზის და ცხოველების გამოსახულება ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის კედელზე - Sputnik საქართველო
6/14
ჯვრის, ანგელოზების, ვაზის და ცხოველების გამოსახულება ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის კედელზე. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეკლესიის ფასადის გაფორმებაში რამდენიმე ოსტატი მონაწილეობდა, თუ რელიეფისა და ორნამენტების კვეთის მანერით ვიმსჯელებთ.
© photo: Sputnikხედი "შეუპოვარის" ამბრაზურიდან "ღვთაების" ეკლესიის (მარჯვნივ) და ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის გუმბათებზე.
ღვთაების ეკლესიის (მარჯვნივ) და ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის გუმბათები - Sputnik საქართველო
7/14
ხედი "შეუპოვარის" ამბრაზურიდან "ღვთაების" ეკლესიის (მარჯვნივ) და ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის გუმბათებზე.
© photo: Sputnikეკლესია "ღვთაება" "ღვთისმშობლის მიძინების" ტაძარზე ადრე აიგო. ის XVI საუკუნის ბოლოს და XVII საუკუნის დასაწყისს მიეკუთვნება. ამის შესახებ შესასვლელთან არსებული ტაბლო გამცნობს. ამ ეკლესიის ერთ-ერთ ნაგებობაში, რომელშიც ახლა შესვლა შეუძლებელია, არის საფლავის ქვა, სადაც წერია, რომ ანა-ხანუმ აბაშიძემ 1674 წელს გასცა ძეგლის აგების განკარგულება და რომ ამ საფლავში განისვენებენ მისი ქმარი ედიშერი, ოთარ ერისთავი და შვილი გიორგი ერისთავი.
ეკლესია ღვთაება ანანურის ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე - Sputnik საქართველო
8/14
ეკლესია "ღვთაება" "ღვთისმშობლის მიძინების" ტაძარზე ადრე აიგო. ის XVI საუკუნის ბოლოს და XVII საუკუნის დასაწყისს მიეკუთვნება. ამის შესახებ შესასვლელთან არსებული ტაბლო გამცნობს. ამ ეკლესიის ერთ-ერთ ნაგებობაში, რომელშიც ახლა შესვლა შეუძლებელია, არის საფლავის ქვა, სადაც წერია, რომ ანა-ხანუმ აბაშიძემ 1674 წელს გასცა ძეგლის აგების განკარგულება და რომ ამ საფლავში განისვენებენ მისი ქმარი ედიშერი, ოთარ ერისთავი და შვილი გიორგი ერისთავი.
© Sputnik / Alexander Imedashviliხევსურული კოშკი ანანურის ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე. როგორც ჩანს, ის "ღვთისმშობლის მიძინების" ტაძრის შემდეგ აიგო, ვინაიდან ის ეკლესიის კედელზე ამოტვიფრულ ორნამენტს ფარავს.
ხევსურული კოშკი ანანურის ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე - Sputnik საქართველო
9/14
ხევსურული კოშკი ანანურის ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე. როგორც ჩანს, ის "ღვთისმშობლის მიძინების" ტაძრის შემდეგ აიგო, ვინაიდან ის ეკლესიის კედელზე ამოტვიფრულ ორნამენტს ფარავს.
© Sputnik / Alexander Imedashviliეკლესია "მკურნალი" ანანურის ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე. ახლა მასთან მისასვლელი გზა დაკეტილია - ეკლესიას გარს არტყავს ღობე, ხოლო რკინის ჭიშკარი დაკეტილია.
ეკლესია მკურნალი ანანურის ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე - Sputnik საქართველო
10/14
ეკლესია "მკურნალი" ანანურის ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე. ახლა მასთან მისასვლელი გზა დაკეტილია - ეკლესიას გარს არტყავს ღობე, ხოლო რკინის ჭიშკარი დაკეტილია.
© Sputnik / Anna Yarovikovaტურისტებს ძალიან უყვართ ანანურის ციხე-სიმაგრის დათვალიერება - აქ ხომ თავისუფლად შეიძლება ციხე-სიმაგრის კედლების გაყოლებით არსებულ გადასასვლელებზე გადაადგილება და ციტადელის კოშკში შესასვლელთან კიბეების საშუალებით ასვლა.
ტურისტები ანანურის ციხე-სიმაგრეში - Sputnik საქართველო
11/14
ტურისტებს ძალიან უყვართ ანანურის ციხე-სიმაგრის დათვალიერება - აქ ხომ თავისუფლად შეიძლება ციხე-სიმაგრის კედლების გაყოლებით არსებულ გადასასვლელებზე გადაადგილება და ციტადელის კოშკში შესასვლელთან კიბეების საშუალებით ასვლა.
© Sputnik / Alexander Imedashviliანანურის ციხე-სიმაგრის ქვედა ნაწილმა ჩვენამდე კარგ მდგომარეობაში ვერ მოაღწია. არაგვის ნაპირთან მხოლოდ ციხე-სიმაგრის კედლების ნაშალი და ეკლესიის ნანგრევები არის.
ეკლესიის ნანგრევები ანანურის ციხე-სიმაგრესთან - Sputnik საქართველო
12/14
ანანურის ციხე-სიმაგრის ქვედა ნაწილმა ჩვენამდე კარგ მდგომარეობაში ვერ მოაღწია. არაგვის ნაპირთან მხოლოდ ციხე-სიმაგრის კედლების ნაშალი და ეკლესიის ნანგრევები არის.
© Sputnik / Alexander Imedashviliანანურის ციხე-სიმაგრესთან ბევრი დახლია, სადაც სხვადასხვა სუვენირები და საჩუქრები იყიდება. ეს ადგილი ტურისტებისათვის და საქართველოს მაცსხოვრებლებისთვის საყვარელი ადგილია მოსასვენებლად, როდესაც ისინი საქართველოს სამხედრო გზაზე მგზავრობენ.
ფაფახები და ნაბადები სუვენირების ბაზარზე ანანურში - Sputnik საქართველო
13/14
ანანურის ციხე-სიმაგრესთან ბევრი დახლია, სადაც სხვადასხვა სუვენირები და საჩუქრები იყიდება. ეს ადგილი ტურისტებისათვის და საქართველოს მაცსხოვრებლებისთვის საყვარელი ადგილია მოსასვენებლად, როდესაც ისინი საქართველოს სამხედრო გზაზე მგზავრობენ.
© Sputnik / Alexander Imedashviliანანურის ციხე-სიმაგრე დღეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზრება.
ანანურის ციხე-სიმაგრის ერთ-ერთი კოშკი - Sputnik საქართველო
14/14
ანანურის ციხე-სიმაგრე დღეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზრება.
ყველა ახალი ამბავი
0