ვანში ძმამ ძმა სანადირო თოფით მოკლა

© фото - public domainდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვანში ძმამ ძმას მშობლების თვალწინ სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. ურთიერთშელაპარაკებისას ძმამ ძმა სანადირო თოფით მოკლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

ნაჯახი - Sputnik საქართველო
ცოლმა ქმარი ნაჯახით მოკლა

შემთხვევა დღეს ვანის რაიონის სოფელ ყუმურში მოხდა.

ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა თავის ძმას, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრულია „განზრახ მკვლელობის“ მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0