ცოლმა ქმარი ნაჯახით მოკლა

გამოწერა
მომხდარი მკვლელობის მიზეზებს გამოძიება არკვევს, დამნაშავე დაკავებულია.

თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. სოფელ თაზაქენდში ცოლმა 28 წლის მეუღლე ნაჯახით მოკლა, იუწყება სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

პოლიციის თანამშრომელი - Sputnik საქართველო
აჭარაში დედამ შვილი ნაჯახით მოკლა

მამაკაცი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. პოლიციის მონაცემებით, დამნაშავე უკვე დაკავებულია, მომხდარის მიზეზები უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 11-108 მუხლით, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალდებულს 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

საქართველოს ხელისუფლებამ ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე გახშირებული მკვლელობების გამო კანონმდებლობა გაამკაცრა. 2014 წელს ოჯახური გარჩევების ნიადაგზე 14 ადამიანი დაიღუპა.

მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისიდან 16 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში ოჯახური ძალადობის 1,3 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა. 880 შემთხვევაზე  სამართლებრივი დევნა დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0