აჭარაში დედამ შვილი ნაჯახით მოკლა

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის თანამშრომელი
პოლიციის თანამშრომელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამაკაცი, რომელიც რამდენიმე თვის მანძილზე ავადმყოფობის გამო საწოლს იყო მიჯაჭვული, მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

თბილისი,  7დეკემბერი– Sputnik. ქობულეთის რაიონის სოფელ ციხისძირში დედამ 50 წლის მამაკაცი ნაჯახით მოკლა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით. 

დაკავება - Sputnik საქართველო
დაკავებულია კახეთის მკვიდრი, რომელიც თავის მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა

მამაკაცი მიღებული ჭრილობებისგან ადგილზევე გარდაიცვალა. დედა ადგილობრივი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. მას ბრალს უახლოეს დღეებში წაუყენებენ.

მეზობლების თქმით, მამაკაცი დიაბეტით იყო ავად და უკანასკნელი თვეების განმავლობაში საწოლს იყო მიჯაჭვული.

წინასწარი ინფორმაციით, დედა-შვილს ფსიქიკური აშლილობა აღენიშნებოდათ და ისინი ხშირად ჩხუბობდნენ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით („განზრახ მკვლელობა“) მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0