დაკავებულია კახეთის მკვიდრი, რომელიც თავის მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა

© photo: Sputnik / Tutov / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნასვამ მამაკაცს, რომელიც ცოლს ემუქრებოდა, სასამართლო ელოდება, და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთა ექვს წლამდე ვადით.

თბილისი, 13 ნოემბერი– Sputnik. სამართალდამცველებმა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მამაკაცი დააკავეს, რომელიც თავის მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, ნათქვამია შს სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სამართალდამცავები დროულად მივიდნენ გამოძახების ადგილას ლაგოდეხის რაიონის სოფელ ნინოგორში.

ჩხრეკისას პოლიციელებმა  გადაჭრილი თოფი აღმოაჩინეს, რომელიც  ნივთმტკიცებად ამოიღეს. 

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
მტკვარში მოკლული მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს

სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლის მიხედვით აღიძრა: მუქარა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება.

დაკავებულს სასამართლო ელოდება, და, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთა ექვს წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0