თბილისი, 11 ნოემბერი— Sputnik. ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის ცხედარი რუსთავში მტკვარში კაშხალთან მეთევზეებმა აღმოაჩინეს, 28 წლის საქართველოს მოქალაქემ ა.ზ.-მ მოკლა, იუწყება "Новости-Грузия" შს სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით.
გამოძიების მტკიცებით, მოკლულსა და ბრალდებულს შორის, რომელიც უკვე დაკავებულია, ხუთშაბათს გამთენიისას რუსთავში შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგ ბრალდებულმა დაზარალებულს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა და, დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი მდინარეში ჩააგდო.
ბრალდებული ადრე ნასამართლევია.
ქართული მასმედიის საშუალებები იუწყებოდნენ, რომ 21 წლის გიორგი ძაბახიძე მოკლეს. საქართველოს შს სამინისტროს პრესსამსახური მხოლოდ მოკლულის ინიციალებს ასახელებს-გ.ძ., და იუწყება, რომ ის 1994 წელს არის დაბადებული.
შს სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა მუხლით "თვითმკვლელობამდე მიყვანა", მოგვიანებით საქმე გადაკვალიფიცირდა "განზრახ მკვლელობაში", რაც თავისუფლების აღკვეთით 7-დან 15 წლამდე ვადით ისჯება.