თბილისის ცენტრში მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსპატრულო პოლიციის მანქანა
სპატრულო პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავდაპირველად საინფორმაციო საშუალებები იუწყებოდნენ, რომ მამაკაცი მოკლულია, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მან თავი მოიკლა.

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. ახალგაზრდა მამაკაცი თამარ მეფის გამზირზე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

მამაკაცი გარდაცვლილი მისმა ნათესავმა ნახა. ის 31 წლის იყო, იუწყება „რუსთავი 2“.

პოლიციის თანამშრომლები - Sputnik საქართველო
საქართველოში 2016 წლის ყველაზე გახმაურებული დანაშაულებები

მანამდე საინფორმაციო საშუალებები იუწყებოდნენ, რომ ეს მკვლელობა იყო, თუმცა მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია და მომხდარს სუიციდი უწოდა. წინასწარი მონაცემებით, მამაკაცმა თავი ცივი იარაღით მოიკლა.

მომხდარზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და თავისუფლების შეზღუდვით 3 წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთით 2-დან 4 წლამდე ვადით ისჯება.

ყველა ახალი ამბავი
0