თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. დიდთოვლობის გამო სტამბულში, ატაკეის რაიონში მეჩეთის სახურავი ჩამოინგრა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ათი კი დაშავდა, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ NTV-ზე დაყრდნობით.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ სახურავი სამგლოვიარო ცერემონიისას ჩამოინგრა. შემთხვევის ადგილზე „სასწრაფო დახმარებისა“ და სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული.
სტამბულში შაბათიდან მოყოლებული გადაუღებლად თოვს, რამაც მეგაპოლისში ცხოვრების პარალიზება გამოიწვია. თოვლის სიმაღლე ზოგიერთ რაიონში 130 სმ-ს აღწევს. ქალაქის აეროპორტებში სამი დღის განმავლობაში 1,5 ათასი ავიარეისი გადაიდო.
მიუხედავად იმისა, რომ გადაუღებელი თოვა სამშაბათს შეწყდა, მეგაპოლისში ტრანსპორტის მოძრაობა ამ დრომდე გართულებულია, ლიპყინულის შედეგად გახშირებულია ავტოავარიები.