უამინდობის გამო სტამბული-თბილისის რეისი გადაიდო

© REUTERS / Ralph Orlowskiაეროპორტი
აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიდთოვლობის გამო სტამბულის აეროპორტებში 600-მდე რეისი გადაიდო.

თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. ავიაკომპანია Turkish Airlines-ის რეისი სტამბული-თბილისი უამინდობის გამო გადაიდო, აცნობა „Sputnik–საქართველოს“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომელმა.

თოვლისა და ნისლის გამო ათათურქისა და საბიჰა გექჩენის აეროპორტებში რამდენიმე დღეა 600-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი რეისი გადაიდო. დაახლოებით 6 ათასზე მეტი მგზავრი ამ დრომდე დანიშნულების ადგილამდე მისვლას ვერ ახერხებს.

გზის აღდგენითი სამუშაოები - Sputnik საქართველო
საქართველოს ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მოძრაობა აღდგა

„დღეს, 12:00 საათზე (თბილისის დროით — რედ.) ავიაკომპანია Turkish Airlines-ის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში უნდა დამჯდარიყო, თუმცა რეისი გადაიდო. რეისი უკვე აღარ შესრულდება. მგზავრებს როგორ გადაანაწილებენ, არ ვიცი“, — განაცხადა აეროპორტის პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.

ამასთან, უამინდობამ გავლენა ვერ მოახდინა გასულ უქმეებზე განხორციელებულ რეისებზე. თბილისისა და სტამბულის მიმართულებით დაგეგმილი ყველა რეისი განრიგის შესაბამისად განხორციელდა, აღნიშნეს თბილისის აეროპორტში.

გადადებული რეისის გარდა, ორშაბათს სტამბული-თბილისი-სტამბულის ხუთი რეისი იყო დაგეგმილი და მათგან ოთხი რეისი განრიგის მიხედვით შესრულდა, ერთი თვითმფრინავის ჩამოფრენა კი თბილისის დროით 17:15 სთ-ზეა დაგეგმილი.

აღნიშნულ მომენტრში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამი თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი, Pegasus-ი და Atlasglobal-ი ოპერირებს.

ყველა ახალი ამბავი
0