თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. აშშ-ში რუსეთის ელჩმა სერგეი კისლიაკმა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მიწვევა მიიღო, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ რუსეთის დიპლომატიურ მისიაზე დაყრდნობით.
„პრაქტიკისა და პროტოკოლის წესების შესაბამისად, აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ელჩებს იწვევენ. აღნიშნულ ღონისძიებაზე დასასწრებად ამერიკული მხრიდან მოწვევა მოვიდა სერგეი კისლიაკის სახელზე. ელჩი მასში მიიღებს მონაწილეობას“, — განაცხადა საელჩოს პრეს-მდივანმა ნიკოლაი ლახონინმა.
აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება. ის 12:00 საათზე (თბილისის დროით 21:00 სთ) კაპიტოლიუმის შენობასთან დაიწყება, სადაც იკრიბება კონგრესი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპი საინაუგურაციო სიტყვის დაწერას თავად გეგმავს.
ცერემონიას ორიდან სამ მილიონამდე ადამიანი დაესწრება.