პოლიციამ ბინიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა დაკავებულს „აკს“ მოდელის ავტომატი, 1 მჭიდი, ნაგანის ტიპის რევოლვერი და 19 ვაზნა აღმოუჩინეს.

თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში 1984 წელს დაბადებული ზ.ს. დააკავეს, აღნიშნულია უწყების პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იარაღი - Sputnik საქართველო
თბილისში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს

სამართალდამცველებმა „აკს“ მოდელის ავტომატი, 1 მჭიდი, ნაგანის ტიპის რევოლვერი და 19 ვაზნა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა), რაც 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0