https://sputnik-georgia.com/20170105/tbilisshi-iaragis-ukanono-shezena-shenaxvis-faqtze-mamakaci-daakaves-234447018.html
თბილისში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს
თბილისში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს
Sputnik საქართველო
სამართალდამცველებმა დაკავებულს „კალაშნიკოვის“ სისტემის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 3 საბრძოლო ვაზნა აღმოუჩინეს. 05.01.2017-ს, Sputnik საქართველო
2017-01-05T13:13+0400
2017-01-05T13:13+0400
2021-10-19T16:06+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/i/logo/logo-social.png
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2017
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები, საქართველო
თბილისში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს
13:13 05.01.2017 (განახლებულია: 16:06 19.10.2021) სამართალდამცველებმა დაკავებულს „კალაშნიკოვის“ სისტემის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 3 საბრძოლო ვაზნა აღმოუჩინეს.
თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში 1989 წელს დაბადებული გ.მ დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.
ბრალდებული წარსულში მრავალჯერ ნასამართლევია. იგი სამართალდამცველებმა ავტოსადგურ „ოკრიბას“ მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
„კალაშნიკოვის“ სისტემის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 3 საბრძოლო ვაზნა პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით, რაც 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.