კონგრესმენები ტრამპის სიძის მრჩევლად დანიშვნის კანონიერების დადასტურებას მოითხოვენ

© AP/ Evan Agostini ჯერად კუშნერი და ივანკა ტრამპი
ჯერად კუშნერი და ივანკა ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კუშნერის ადვოკატებმა უკვე შეისწავლეს საკითხი და მივიდნენ დასკვნამდე, რომ სიმამრის მრჩევლად მისი მუშაობა არანაირად არ არღვევს აშშ-ის კანონმდებლობას.

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. აშშ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის „დემოკრატი“ წევრები გენერალური პროკურორისა და ასევე ეთიკის სამმართველოსგან მოითხოვენ, შეაფასონ პრეზიდენტის მრჩევლად დონალდ ტრამპის სიძის დანიშვნის კანონიერება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო „როიტერზე“ დაყრდნობით.

აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის შტაბმა სამშაბათს განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი პრეზიდენტის უფროს მრჩევლად დაინიშნა.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
ტრამპს დემოკრატიული პარტიის წინააღმდეგ განხორციელებული ჰაკერული შეტევის არ სჯერა

სააგენტო „როიტერი“ ტრამპის გუნდის ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ კუშნერი სავაჭრო გარიგებებისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებით იქნება დაკავებული. წყაროს თქმით, ჯარედ კუშნერი დატოვებს კომპანია Kushner Companies-ის ხელმძღვანელის პოსტს, უარს იტყვის „მნიშვნელოვან აქტივებზე“ და უცხოურ ინვესტიციებზე და თავს შეიკავებს იმგვარ საქმეებში ჩარევისგან, რომლებიც პირდაპირ შეეხება მის დარჩენილ ფინანსურ ინტერესებს.

აშშ-ის გენერალური პროკურორის ლორეტა ლინჩისთვის და ეთიკის სამმართველოს დირექტორის უოლტერ შობუსთვის გაგზავნილი წერილი წარმომადგენელთა პალატის  ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

„გთხოვთ გადაამოწმოთ იურიდიული საკითხები დონალდ ტრამპის სიძის ჯარედ კუშნერის პრეზიდენტის უფროს მრჩევლად დანიშვნასთან დაკავშირებით… კუშნერის დანიშვნა შესაძლოა არღვევდეს ფედერალურ საკანონმდებლო აქტს „ნეპოტიზმთან ბრძოლის“ შესახებ“, — ნათქვამია ექვსი კონგრესმენის მიერ ხელმოწერილ წერილში.

კონგრესმენები ეჭვობენ, რომ კუშნერი თანამდებობას საკუთარი ბიზნეს-პროექტებისთვის უპირატესობის მისანიჭებლად გამოიყენებს. მათ არც ის ეჩვენებათ სარწმუნოდ, რომ ახალი უფროსი მრჩეველი ყველა აქტივზე იტყვის უარს.

აღსანიშნავია, რომ მანამდე კუშნერის ადვოკატებმა უკვე შეისწავლეს საკითხი და მივიდნენ დასკვნამდე, რომ მისი მუშაობა სიმამრის მრჩევლად არანაირად არ არღვევს აშშ-ის კანონმდებლობას.

ყველა ახალი ამბავი
0