საქართველო განაგრძობს მოლაპარაკებებს „გაზპრომთან“ გაზის ტრანზიტის პირობების თაობაზე

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშიგაზპრომი
გაზპრომი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მხარეები მუშაობენ ახალი ყოველწლიური ხელშეკრულების გაფორმებაზე, რომლის თანახმადაც ისინი გადავლენ ტრანზიტის სანაცვლოდ ფულად ანაზღაურებაზე ან დატოვებენ ხელშეკრულების არსებულ პირობებს.

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე სამშაბათს მორიგ შეხვედრას გამართავს შპს „გაზპრომ-ექსპორტის“ ხელმძღვანელობასთან რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტთან დაკავშირებით, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი" უწყების პრეს-სამსახურზე დაყრდნობით. 

მხარეებისთვის ეს შეხვედრა ბოლო ერთი თვის მანძილზე მესამე იქნება. 

„ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე 10 იანვარს ქალაქ მინსკში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში კომპანია „გაზპრომ-ექსპორტის” ხელმძღვანელობას შეხვდება. კომპანია „გაზპრომ-ექსპორტთან“ მორიგი სამუშაო შეხვედრა რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით ბუნებრივი აირის ტრანზიტის საკითხთან დაკავშირებით გაიმართება“, — ნათქვამია ენერგეტიკული უწყების ინფორმაციაში. 

კალაძის თქმით, შეხვედრებზე მხარეები მუშაობენ ახალი ყოველწლიური ხელშეკრულების გაფორმებაზე, რომლის თანახმადაც, ისინი გადავლენ ტრანზიტის სანაცვლოდ ფულად ანაზღაურებაზე, ან შეინარჩუნებენ ხელშეკრულების არსებულ პირობებს. მხარეებს კონსენსუსისთვის ჯერ არ მიუღწევიათ.

გაზპრომი - Sputnik საქართველო
კალაძე: მოლაპარაკება „გაზპრომთან“ გრძელდება

როგორც კალაძემ აღნიშნა, ქართული მხარის პოზიციაა, რომ გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ ფულად ანაზღაურებაზე გადასვლის შემთხვევაში საქართველომ ანალოგიური სარგებელი უნდა მიიღოს ფულად ეკვივალენტში. 

საქართველოში გაზის ძირითადი იმპორტიორი აზერბაიჯანია. თუმცა საქართველო რუსეთიდან იღებს სომხეთში ტრანსპორტირებული გაზის 10%-ს – ტრანზიტის საფასურის სახით. 

რუსულ გაზს ქვეყანა 2007 წლიდან აღარ ყიდულობს. 

2016 წლის მარტში ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ქართულმა მხარემ „გაზპრომთან“ გააფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც საქართველო კვლავ იღებს სომხეთში ტრანსპორტირებული გაზის 10%-ს ტრანზიტის საფასურად. 

ყველა ახალი ამბავი
0