დასავლეთ საქართველოში ოჯახი ავარიაში მოყვა: დაიღუპა სამი წლის ბავშვი

© Sputnik / Alexander Imedashvili"სასწრაფო დახმარების" მანქანა
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გზაზე ავტომობილის მოცურება გახდა.

თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. გორის რაიონის სოფელ სკრაში ავტომობილი ხრამში გადავარდა, რის შედეგადაც 3 წლის ბავშვი დაიღუპა, იუწყება სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

ავტოსატრანსპორტო შემთხვევა ორშაბათს, ღამით მოხდა. ავტომობილში გარდაცვლილი ბავშვის მშობლები და კიდევ 11 წლის ბავშვი იმყოფებოდნენ. დაზარალებულები გორის სამედიცინო ცენტრში არიან მოთავსებული.

საპატრულო პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
რუსთავში ავტოავარიის შედეგად ხუთი ადამიანი ავტომობილში დაიწვა

„ავარიის შემდეგ დაზარალებულები ჩვენთან მოიყვანეს. სამივე მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ კომპიუტერული ტომოგრაფია გადაუღეს. ამ დროისათვის ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. სამწუხაროდ, მათთან ერთად იყო სამი წლის ბავშვი, რომელიც გარდაიცვალა. „სასწარაფო დახმარების“ ბრიგადამ როდესაც ჩვენთან მოიყვანა, პატარა უკვე გარდაცვლლი იყო“, — განაცხადა სამედიცინო ცენტრ „გორმედის“ ექიმმა სანდრო ხეჩიკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

წინასწარი ინფორმაციით, მომხდარის მიზეზი მოლიპული გზა გახდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა“, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0