თბილისი, 1 იანვარი – Sputnik. ქალაქ რუსთავში BMW–ს მარკის მსუბუქი ავტომობილი დღეს იაკობ ცუტაველის მოედანზე საქართველოს გმირთა მემორიალს შეეჯახა. ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი–გრუზია“ შსს–ს პრეს–სამსახურზე დაყრდნობით.
შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. მანაქანაში მყოფი ხუთივე ადამიანი დაიწვა.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა“. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.