ურეკში მომხდარ ავტოავარიას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გამოწერა
ოთხივე გარდაცვლილი სოფელ წვერმაღალას მკვიდრია. ავარიის შედეგად დაშავებული კი ფოთის საავადმყოფოში მოათავსეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. თბილისი-ბათუმის ავტომაგისტრალის ურეკის მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი "ოპელის" მარკის მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახნენ.

ოთხივე გარდაცვლილი სოფელ წვერმაღალას მკვიდრია. ავარიის შედეგად დაშავებული კი ფოთის საავადმყოფოში მოათავსეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.  გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7  ნაწილით (მოძრაობის უსაფრთხოებისა და ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რომელსაც შედეგად ორი ან მეტი ადამიანის დაღუპვა მოყვა) მიმდინარეობს.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0