აფეთქებები ქაბულში: ქართველი სამხედროები არ დაშავებულან

© AP Photo / Massoud Hossainiქაბული, ბაგრამის ბაზა
ქაბული, ბაგრამის ბაზა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავღანეთის დედაქალაქში მომხდარი აფეთქებისას ქართველი სამხედროები, რომლებიც „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობენ, არ დაშავებულან.

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. აფეთქება ქაბულში იმ ბაზისგან მოშორებით მოხდა, სადაც „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროები არიან დისლოცირებული. იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით. 

ავღანეთის დედაქალაქში ორი აფეთქება მოხდა. ერთ-ერთი აფეთქება დარულამანის რაიონში თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო, ხოლო ქვეყნის პარლამენტის წინ დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. 

ქართველი სამხედროები ავღანეთში წასასვლელად ემზადებიან - Sputnik საქართველო
გერმანიის თავდაცვის სამინისტრო მადლობას უცხადებს ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედროებს

ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვმა 27 შეადგინა, ხოლო სხვადასხვა სახის დაზიანება 70-მა ადამიანმა მიიღო. 

„ჩვენთან ბაზაზე არაფერი ხდება, უფრო სწორად, ეს ყველაფერი სადაც ხდება, იქ ჩვენები არ არიან. ჩვენთან სიწყნარეა. ვიცით ქაბულში მომხდარი აფეთქებების შესახებ, მაგრამ ინფორმაცია იმაზე, რომ ჩვენებთან რაიმე მოხდა, არ გვაქვს“, — განუცხადა სააგენტოს თავდაცვის უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელმა. 

ავღანეთში მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა მოძრაობა “თალიბანმა“ აიღო. 

ყველა ახალი ამბავი
0