თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 2017 წლის 17 იანვრიდან გალარების ერთჯერად პროგრამას იწყებს.
ფიზიკური პირები, ვისაც 2015 წლის პირველ იანვრამდე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი საბანკო სესხები უცხოურ ვალუტაში ჰქონდათ აღებული, მათ კონვერტაციას ეროვნული ვალუტის სესხებად შეძლებენ, იტყობინენა ფინანსთა სამინისტრო.
გალარების აქციას ერთობლივად ახორციელებენ საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი.
სუბსიდირება ეხება საბანკო სესხის ძირითადი თანხის დავალიანებას ან მის ნაწილს (არაუმეტეს 40 ათასი აშშ დოლარისა), რომლის ნარჩენი ღირებულება არ აღემატება 2015 წლის 1 იანვრისთვის არსებულ ძირითად თანხას.
ამასთანავე შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ მთავრობა არ განახორციელებს სუბსიდიას იმ პირებზე, რომელთა წლიური შემოსავალი 2016 წელს 100 000 ლარზე მეტი იყო ან 2016 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით სესხის მომსახურე ბანკში მისი სესხის ძირითადი თანხის ჯამური დავალიანება აღემატება 100 000 (ასი ათას) აშშ დოლარს.
პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფილობითია. კრედიტების ლარიზაცია განხორციელდება ლარის ოფიციალურ გაცვლით კურსზე 0.2 ლარით დაბალი კურსით.
9 იანვრისთვის ლარის კურსი დოლარის მიმართ შეადგენს 2,7674 ₾/ 1$.