იაპონურმა გამანადგურებლებმა კორეის ყურეს გადაუფრინეს

© photo: Sputnik / Marina Listseva / გადასვლა მედიაბანკშისამხედრო გამანადგურებელი
სამხედრო გამანადგურებელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იაპონიამ საკუთარი გამანადგურებლები კორეის ყურის თავზე ჩინეთის სამხედრო საჰაერო ძალების რვა თვითმფრინავის საპასუხოდ ააფრინა.

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. იაპონიის თავდაცვის ძალების გამანადგურებლებმა კორეის ყურეს მას შემდეგ გადაუფრინეს, რაც სადავო ტერიტორია ჩინეთის სამხედრო საჰაერო ძალების რვა თვითმფრინავმა „დაზვერა“, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ტელეარხ NHK-ზე დაყრდნობით.

იაპონია - Sputnik საქართველო
იაპონია ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალ სანქციებს მოითხოვს

ტელეარხის ინფორმაციით, რომელიც, თავის მხრივ, თავდაცვის სამინისტროს ეყრდნობა, კორეის ყურეს აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვის მხრიდან ექვსი Xian H-6 ტიპის ბომბდამშენი მიუახლოვდა, შემდეგ კი უკან გაბრუნდა. იმავდროულად იმავე რეგიონში დაფიქსირდა ჩინეთის კუთვნილი ორი სატრანსპორტო თვითმფრინავი: Shaanxi Y-8 და Shaanxi Y-9.

იაპონიის თავდაცვითი უწყების წარმომადგენლების განცხადებით, ჩინეთის კუთვნილ თვითმფრინავებს იაპონიის საჰაერო სივრცე არ დაურღვევიათ. სხვა დეტალები არ მჟღავნდება.

იაპონია ყურადღებით ადევნებს თვალს ჩინეთის აქტიურობას აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაზე, სადაც სადავო კუნძული სენკაკუ (ჩინური დასახელებაა დიაოიუიდაო) მდებარეობს.

ორ ქვეყანას შორის დაპირისპირების ახალი ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც 2013 წლის ნოემბრის ბოლოს ჩინეთმა აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვის თავზე ჰაერსაწინააღმდეგო ზონის დაწესების თაობაზე განაცხადა.

ყველა ახალი ამბავი
0