იაპონია ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალ სანქციებს მოითხოვს

© photo: Sputnik / Alexander Yurev / გადასვლა მედიაბანკშიიაპონია
იაპონია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სინძო აბემ ბირთვული გამოცდა თავად გაეროს არსებობის წინააღმდეგ გამოწვევად შეაფასა.

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. იაპონიის პრემიერ-მინისტრი სინძო აბე მოუწოდებს გაეროს გენერალურ მდივან პან გი მუნს, სასწრაფო წესით განიხილოს ახალი სანქციების დაწესების საკითხი ჩრდილოეთ კორეის მიმართ, რომელმაც ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ ჩაატარა ბირთვული  გამოცდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი" სააგენტო „კიოდოზე“ დაყრდნობით.

ბალისტიკური რაკეტის გამოცდა ჩრდილოეთ კორეაში - Sputnik საქართველო
მედია: ჩრდილოეთ კორეა აშშ-ისგან მის ბირთვულ ზესახელმწიფოდ ცნობას მოითხოვს

სინძო აბემ აღნიშნული ბირთვული გამოცდა თავად გაეროს არსებობის წინააღმდეგ გამოწვევად შეაფასა.

ამას გარდა, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა გლობალური დათბობის პარიზის დეკლარაციაც განიხილეს და სინძო აბემ პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა იაპონია ამ დოკუმენტს შეუერთდეს.

შეხვედრა ნიუ-იორკში მიმდინარე გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში გაიმართა.

ყველა ახალი ამბავი
0