თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. ჩრდილოეთ კორეამ ამერიკის შეერთებულ შტატებს მოსთხოვა, აღიაროს ის სახელმწიფოდ, რომელიც ბირთვულ იარაღს ფლობს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო „ფრანს პრესზე“ დაყრდნობით.
„[ბარაკ ობამა] ცდილობს უარყოს ჩრდილოეთ კორეის სტრატეგიული პოზიცია იმ სახელმწიფოს ხარისხში, რომელიც ბირთვულ იარაღს ფლობს, მაგრამ ეს ისეთივე უაზრობაა, როგორიც მზის ხელისგულით დაბნელების მცდელობა“, — ციტირებს სააგენტო ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებას.
შეგახსენებთ: ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ პარასკევს დაადასტურა, რომ წარმატებით გამოსცადა ბირთვული იარაღი და განაცხადა, რომ შეუძლიათ ბირთვული „ბოეგოლოვკებით“ აღჭურვონ ბალისტიკური რაკეტები.