კახეთში მომხდარი ავტოავარიის შედეგად მამაკაცი დაიღუპა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სიჩქარის გადაჭარბებამ ორი ავტომობილის შეჯახება გამოიწვია, ერთ-ერთის მძღოლი ადგილზევე დაიღუპა.

თბილისი, 9 იანვარი— Sputnik. „ფოლკსვაგენ–გოლფისა“ და „ვაზ–2106“-ის მარკის ავტომანქანების შეჯახების შედეგად ერთი მამაკაცი დაიღუპა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“  შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

„ვაზ–2106“-ის მარკის ავტომანქანის გარდაცვლილი მძღოლი 70 წლამდე იყო, შეჯახება კი იმდენად ძლიერი იყო, რომ ის ადგილზევე გარდაიცვალა. მეორე მანქანის მძღოლს უმნიშვნელო დაზიანებები აღენიშნებოდა, იუწყება „რუსთავი 2“.

პოლიცია - Sputnik საქართველო
ბათუმთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა

წინასწარი მონაცემებით, მომხდარის მიზეზი სიჩქარის გადაჭარბება გახდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა“, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0