ბათუმთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა

გამოწერა
ავტოავარიის მიზეზები უცნობია, ყველა დაზარალებული ჰოსპიტალიზებულია.

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. ბათუმის შესასვლელთან მსუბუქი ავტომანქანისა და მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით. 

შვიდივე დაზარალებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარის მიზეზი უცნობია. 

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია შსს-ს საპატრულო პოლიციის ქვედანაყოფები. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევა“, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ჯარიმით ან სამ წლამდე თავისუფლების შეზღუდვით ან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ყველა ახალი ამბავი
0