კანონში მოსმენების შესახებ ცვლილებები შევა

© photo: Sputnik / Grigory Sysoev / გადასვლა მედიაბანკშიმობილური ტელეფონი
მობილური ტელეფონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტს კანონში ცვლილებების შესატანად 2017 წლის 31 მარტამდე განუსაზღვრა ვადა.

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის ქვეყნის მოსახლეობაზე ფარული თვალთვალის ნაწილში ცვლილებების შეტანა იგეგმება, რომელთაც სამუშაო ჯგუფი მოამზადებს, ნათქვამია პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.

მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ფარული მოსმენის უფლება აღარ ექნება

იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელის, ეკა ბესელიას თქმით, სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სტრუქტურები: პარლამენტის იურიდიული, თავდაცვისა და უსაფრთხოებისა და ასევე სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტები, მთავრობის საპარლამენტო მდივანი, სახალხო დამცველი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, იუსტიციის, თავდაცვის, სასჯელაღსრულებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები, მთავარი პროკურატურა, უმაღლესი სასამართლო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და არასამათავრობო ორგანიზაციები.

შეგახსენებთ: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის აპრილში არაკონსტიტუციურად ცნო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფლება, ფარულად მოესმინა მოქალაქეთა მობილური და ინტერნეტკომუნიკაციებისთვის.  სასამართლომ ასევე არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა, რომელიც სუს-ს უფლებას აძლევს, შეინახოს მოპოვებული ინფორმაცია და კანონში ცვლილებების შესატანად პარლამენტს 2017 წლის 31 მარტამდე განუსაზღვრა ვადა.

ყველა ახალი ამბავი
0