შოთა არველაძემ „მაკაბი“ დატოვა

© FB/ Shota Arveladzeშოთა არველაძე - „მაკაბის“ მთავარი მწვრთნელი
შოთა არველაძე - „მაკაბის“ მთავარი მწვრთნელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
არველაძემ მადლობა გადაუხადა პერსონალს, მოთამაშეებსა და ქომაგებს და აღნიშნა, რომ „ეს კლუბი და ხალხი სამუდამოდ დარჩება გულში“.

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. შოთა არველაძემ საფეხბურთო კლუბ „მაკაბის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, იუწყება თელავივური გუნდის ვებგვერდი.

კონტრაქტის გაუქმების მიზეზი, რომელიც მხარეებმა ერთობლივი თანხმობით შეწყვიტეს, „მაკაბის“ არცთუ დამაკმაყოფილებელი შედეგები იყო — როგორც საშინაო, ისე საგარეო არენებზე. კერძოდ გუნდმა ვერ შეძლო გადაელახა უეფას ევროპული ლიგის ჯგუფური რაუნდი, ხოლო ეროვნულ ჩემპიონატში XVI ტურის შემდეგ, ლიდერ გუნდ „ბეერ შევს“ 8 ქულით ჩამორჩება. 

შოთა არველაძე - Sputnik საქართველო
არველაძემ უეფას ევროპის ლიგაში პირველი გამარჯვება მოიპოვა

პრესაში გაჟონილი ინფორმაციის თანახმად, ხელშეკრულების გაწყვეტის ინიციატორი „მაკაბის“ კანადელი მფლობელი მიტჩელ გოლდჰარი გახლდათ, და ეს მაშინ, როცა კლუბის სპორტული დირექტორი იორდი კროიფი ამ გადაწყვეტილებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. 

„გვსურს მადლობა გადავუხადოთ არველაძეს გაწეული სამუშაოსთვის. მისი ხელმძღვანელობით ევროპის ლიგაში ვითამაშეთ. ასევე მსურს წარმატებები ვუსურვო მას კარიერაში“, — განაცხადა კროიფმა.

რაც შეეხება არველაძეს, თავის მხრივ მანაც მადლობა გადაუხადა პერსონალს, მოთამაშეებსა და ქომაგებს და აღნიშნა, რომ „ეს კლუბი და ხალხი სამუდამოდ დარჩება გულში“.

ყველა ახალი ამბავი
0