თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. ქართველმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ, რომელიც ისრაელის საფეხურთო კლუბ „მაქაბის“ ხელმძღვანელობს, უეფას ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში თელ–ავივის გუნდმა გასვლით მატჩში „აზ ალკმაარს“ ანგარიშით 2:1 სძლია.
„ვიცოდით, რომ ორივე გუნდისთვის ეს მარტივი თამაში არ იქნებოდა. „ალკმაართან“ თამაში მათ მოედანზე ყოველთვის რთულია. მატჩის დასაწყისში გარკვეული სირთულეები გვქონდა, აგრამ შემდეგ საჭირო კურსი ავიღეთ, რამაც დამაჯერელობა შეგვმატა და საბოლოოდ, გამარჯვებას მივაღწიეთ“, – განაცხადა არველაძემ მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე.
აღსანიშნავია, რომ არველაძე „ალკმაარში“ ორი სეზონის განმავლობაში თამაშობდა. აქვე დაიწყო მან პროფესიული სამწვრთნელო საქმიანობა, როდესაც ლუი ვან გალის თანაშემწე გახდა.
ამ გამარჯვების შემდეგ ისრაელის გუნდი, სამი ქულით, D ჯგუფში მესამე პოზიციაზე გადავიდა. ჯგუფში პირველ ადგილზეა სანკტ–პეტერბურგის „ზენიტი“, მეორეზე – ირლანდიის „დანდოლკი“.
არველაძე „მაქაბის“ მწვრთნელი მიმდინარე წლის ივნისში გახდა.