საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაური ილია მეორე თავის საშობაო ეპისტოლეში საუბრობს უდიდეს ქრისტიანულ ზნეობაზე, რომელსაც ყველაზე რაციონალური სახელმწიფოებრივი კანონებიც კი ვერ შეედრება.

თბილისი. 7 იანვარი — Sputnik. სრულიად საქათველოს კათალიკოს —პატრიარქმა ილია მეორემ თავისი საშობაო ეპისტოლე სიყვარულსა და ზნეობას მიუძღვნა, რომლებიც  კაცობრიობის ერთადერთ ხსნად ითვლება. საზეიმო ლიტურგია 6- დან 7 იანვრის ჩათვლით უწმინდესმა ტრადიციულად სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა. არქიდიაკონმა დემეტრემ ილია მეორის საშობაო ეპისტოლე წაიკითხა.

სამების საკათედრო ტაძარი - Sputnik საქართველო
საქართველოში შობის დღესასწაულს აღნიშნავენ

საშობაო გზავნილი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურმა დაიწყო ადამ და ევათი, რომელთაც იგემეს რა აკრძალული ხილი, დაარღვიეს არსებული ჰარმონია და უფალს შორის კავშირი. ადამმა და ევმა უარყვეს ღვთიური წესრიგი და წყვდიადით შთაგონებულები განდიდებისა და შურის მონებად იქცნენ. ასე წარმოიქმნა ცოდვა და მასთან ერთად სიკვდილიც. ასე დაეცა ადამიანური ბუნება, რომელმაც გახრწნა დაიწყო. ადამიანებმა დაკარგეს ჭეშმარიტი თავისუფლებისა და ღმერთის აღქმის უნარი — ნათქვამია ილია მეორის საშობაო ეპისტოლეში.

ღვთის შვილი 20 საუკუნის წინ იშვა დედამიწაზე, იმისთვის, რომ საკუთარი თავის შეწირვით ადამისა და ევას შთამომავალი მარადიული სიკვდილისგან ეხსნა. ნათლობა — ესაა ადამიანის სულიერი დაბადება მეორე ადამის სულიერ წიაღში. 

ამ დროს ადამიანი იღებს წმინდა სულის ბეჭედს, ცხოველმყოფელ ნეტარებას, რომელიც მან სამოთხეში დაკარგა. ახალი ადამის დაბადებით კაცობრიობა ორ ნაწილად გაიყო და დაიწყო სრულიად ახალი ერა. თუკი პირველმა ადამმა და მისმა შთამომავლებმა მონანიების მიუხედავად ვერ შეძლეს დანაშაულის გამოსყიდვა, მეორე ადამის მოსვლის მერე ადამიანი აღსარებისა და განწმენდის  დახმარებით შეძლებს თავის სულიერ მდგომარეიბას დაუბრუნდეს და ეზიარება იმ ღვთიურ მადლს, რაც მან ნათლობის დროს მიიღო,- ნათქვამია ილია მეორის ეპისტოლეში. 

ილია მეორე საუბრობს ღვთიურ ზნეობაზე, რომელსაც ვერანაირი ყველზე რაციონალური სახელმწიფოებრივი კანონი ვერ შეედრება. კანონის თანახმად შური, განდიდება, მრისხანება, ეგოიზმი, შიში, მტრობა და სიძულვილი არ ითვლება ცოდვად, მანამდე სანამ ის ვინმეს ზიანს არ მიაყენებს. 

ისეო ქრისტემ თქვა, რომ ცოდვად არა მარტო არასწორი საქციელი ითვლება, არამედ სიყვარულის, მოყვასისადმი კეთიგანწყობის არარსებობა და ბოროტი აზრები და განზრახვებიც. ქრისტე მიგვიწოდებს, რომ ცოდვები ჩვენ  ჩვენს გულსა და გონებაში მათი გაჩენისთანავე აღმოვხვრათ, რათა ისინი საქციელში არ გადაიზარდოს, რისგანაც თავის დაღწევა რთული იქნება, — ნათქვამია გზავნილში. 

ალილო - Sputnik საქართველო
ქრისტეშობა საქართველოში

კათალიკოს —პატრიარქმა ასევე აღნიშნა, რომ არსებობს ქვეყნები, რომელშიც ზოგიერთი კანონი ზნეობრიობის ნორმებს ეწინააღმდეგება. ამას გარდა არსებობს მცდელობა, რომ  ცოდვა ოფიციალურად დასაშვები და მისღებიც კი გახდეს. ტელევიზია, მასობრივი საინფორმაციო საშუალებები, სოციალური ქსელები ხშირად უზნეობის პროპაგანდასაც კი ეწვიან, ისინი მათ ადამაინებისთვის მიმზიდველად და საინტერესოდ წარმოაჩენენ. სამოთხეში დაწყებული ისტორია გრძელდება- ნათქვამია უწმინდესის საშობაო ეპისტოლეში. აკრძალული ხილი ადამიანს ჯერაც მიაჩნია მიმზიდველად, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტე დიდი ხანია მივიდა ადამიანთან მისივე გასნაკურნელბად, ამ დღემდე სამყაროს გარკვეული ნაწილი ურწმუნოების ცოდვაში იმყოფება.

მიუხედავად მრავალსაუკუნოვანი განსაცდელისა და მრავალგზის ტანჯვისა, ღვთისა და ღვთისმშობლის დახმარებით საქართველო ქრისტეს გზით სვლას აგრძელებს და შობის მაცნედ ითვლება, —აღნიშნა ილია მეორემ. 

დასასრულს თავის საშობაო ეპისტოლეში კათალიკოს-პატრიარქმა და მოუწოდა საქართველოს მთელ მოსახლეობას: ქართველებს, ოსებს, აფხაზებს, ბერძნებს, რუსებს, უკრაინელებს, ებრალებს,  ქურთებს, ასირიელებს, სომხებს, აზერბაიჯანელებს, ქისტებსა და ჩერქეზებს ერთსულოვნების დახმარებით უფრო ძლიერები გახდნენ.

„რა თქმა უნდა მე ვიცი, როგორ უჭირს ჩვენს ხალხს, რა გამოცდითა და ტკივილითაა სავსე ეს სამყარო, მაგრამ მე მწამს, რომ სირთულეებისა და წინააღმდეგობების მიუხედავად ჩვენი ერი ღირსეულად გაივლის გოლგოთას გზას  და უფალთან ერთად აღდგება და გაიხარებს.“- ნათქვამია ილია მეორის საშობაო  ეპისტოლეში. 


ყველა ახალი ამბავი
0