საქართველოში შობის დღესასწაულს აღნიშნავენ

© photo: Sputnikსამების საკათედრო ტაძარი
სამების საკათედრო ტაძარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში ვარდების მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე ყოველწლიური საშობაო მსვლელობა „ალილო“ გაიმართება.

თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. საქართველოში მართლმადიდებლები შაბათს, 7 იანვარს ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს — შობას აღნიშნავენ. 

შობის ღამეს საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება შედგა. 

საქართველოს პატრიარქმა სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა. 

ალილო - Sputnik საქართველო
ქრისტეშობა საქართველოში

შობას საქართველოს მცხოვრებნი ფანჯრებთან დანთებული სანთლებით შეხვდნენ. ამ ტრადიციის დამკვიდრებისაკენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს რამდენიმე წლის წინ მოუწოდა და იგი უკვე შობის დღესასწაულის განუყოფელი ნაწილი გახდა. 

შაბათს, 14:00 საათზე ვარდების მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე, ყოველწლიური მსვლელობა „ალილო“ გაიმართება. 

„ალილოს“ მსვლელობის ისტორია 15 საუკუნეს ითვლის და მისი მთავარი მიზანი ქველმოქმედებაა. 


ყველა ახალი ამბავი
0