თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და მინისტრები საშობაო ლიტურგიას თბილისის სამების საკათედრო ტაძარში დაესწრნენ. 6-დან 7 იანვრის შობის ღამეს, საქართველოს ყველა მართლმადიდებულ ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა. სამებაში საშობაო ლიტურგია სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.
"შობის დღსასწაული განსაკუთრებული ზეიმია. ზეციურ მამას იმდენად შეუყვარდა ადამიანი, რომ მას მისცა საკუთარი შვილი, რომელმაც კაცობრიობა იხსნა და ცოდვებისგან გაათავისუფლა. მე კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. უფალი იყოს თქვენი, სრულიად საქართველოსა და მსოფლიოს მფარველი", — ბრძანა ილია მეორემ.
საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს მოსახლეობას და მართლმადიდებელ ქრისტიანებს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
„ყველას გილოცავთ ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, ვულოცავ სრულიად საქართველოს! ვუსურვებ რწმენაში გაძლიერებას და მეტ სიკეთეს, მეტ სიყვარულს. ყურადღებით მოვუსმინეთ ეპისტოლეს. ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები იყო და მნიშვნელოვანია, რომ ისინი თითოეულმა ჩვენგანმა გაიზიაროს“-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა თავისი საშობაო ეპისტოლე სიყვარულსა და ზნეობას მიუძღვნა, როლომელშიც კაცობრიობის ერთადერთი ხსნაა.