თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. პოლიტიკოს ლევან გაჩეჩილაძის ვაჟმა რატი გაჩეჩილაძემ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელ Facebook-ში გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ დღეს საღამოს რესტორან "დაინინგ რუმში" თავს დაესხა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დირექტორს ნიკა გვარამიას.
"ღიად ვაცხადებ: ეს შემთხვევა, რომელიც რესტორან Dinning room- ში მოხდა იყო ჩემი რეაქცია იმ ფიზიკურ და მორალურ შეურაცყოფაზე, რომელიც მე და ჩემმა ოჯახმა განვიცადეთ განვლილი წლების განმავლობაში გვარამიას და არა მხოლოდ მისგან. ჩემს გარდა იმ ინციდენტში არ მონაწილეობდა არავინ! ცხადია, მისი მამის გარდაცვალების შესახებ არ ვიცოდი და არც შეიძლება მცოდნოდა. ადვოკატთან ერთად დღესვე, მე თვითონ გამოვცხადდები შესაბამის უწყებაში", — წერს რატი გაჩეჩილაძე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, რომელმაც დღეს მამა დაკრძალა, რესტორან "დაინინგ რუმში" თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდასხმის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.