თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დირექტორს დღეს საღამოს თავს დაესხნენ. განცხადებას ამის შესახებ გვარამია თავის Facebook გვერდზე ავრცელებს.
ნიკა გვარამიას თქმით, მან დღეს მამა დაასაფლავა და მძიმე მდგომარეობაში მყოფი მეგობრებმა გონზე მოსასვლელად რესტორან "დაინინგ რუმში" წაიყვანეს.
"შუქი ჩაქრა და უკვე წამოსასვლელად ვემზადებოდით, რომ თავს დაგვესხნენ ჩუმად, მიპარვით, სიბნელეში. მოგვაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. მე ბოლო დღეების უძილობის და სტრესის გამო, იმდენად გაბრუებული ვარ, ვერც მოვასწარი რეაგირება და საერთოდაც ვერაფერს მივხვდი, სანამ იატაკზე არ გამოვფხიზლდი", — წერს გვარამია.
მისი თქმით გამოიძახეს პატრული და ირგვლივ კამერებს უნდა დაეფიქსირებინათ ყველაფერი, ამასთან მაგიდაზე ყველაფერზე თავდამსხმელთა ანაბეჭდებია.
"პირობას ვდებ, არ მივიღებ არავითარ ბოდიშს და მეტანიებს. ნულოვანი ტოლერანტობა. არც მეტი, არც ნაკლები, საფლავის კარამდე ჩავყვები და ვაზღვევინებ ბოლომდე. ცალკე რესტორანი გაწეწავს საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის.
პირობას ვდებ, მათ ფეხ ქვეშ მიწა დაიწვება!", — წერს ტელეკომპანიის დირექტორი.