თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი და მისი მეუღლე მაკა ჩიჩუა შობას ტრადიციულად შეხვდნენ დუშეთის რაიონში არსებულ წმინდა ნიკოლოზის ტაძარში, სადაც სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინა.
საქართველოს პრეზიდენტმა მრევლს მიულოცა ქრისტეშობის დღესასწაული, რომელსაც მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს აღნიშნავს.
ღამით 6-დან 7 იანვრის ჩათვლით ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში აღევლინა სადღესასწაულო ღვთისმსახურება. კათალიკოს პატრიარქმა საშობაო ლიტირგია სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა. შაბთს, 14.00 თბილისში ყოველწლიური საშობაო მსვლელობა „ალილო“ დაიწყება. მისი მონაწილეები ვარდების მოედნიდან რუსთველის, თავისუფლების მოედნისა და ბარათაშვილის ხიდის გავლით სამების საკათედრო ტაძრამდე მივლენ.